და დე დვ დი დო დრ დუ დღ
დაბ დავ დას დაუ დაც დაჯ

დაბადებულნი და დაუბადებელი

(შეცვალებადნი და უცვალებელი) „ყოველნივე არსნი, რომელნიცა შეცვალებადნი არიან, დაბადებულნი არიან. რამეთუ რომელთა არსებაჲ არაარსისაგან არსად მოიყვანა, ესენი უეჭუელად შეცვალებასა ქუეშე არიან გინათუ ხრწნილებითა, გინათუ გონებითა, ხოლო რომელი დაუბადებელ არს, იგი უცვალებელცა არს“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) ვინც, ან რაც, შეცვალებადია, „ჩანს უეჭუელად, ვითარმედ დაბადებულნი არიან და ვინაჲთგან დაბადებულნი არიან, უეჭუელად დამბადებელი უვის დაუბადებელი. რამეთუ დამბადებელი ყოველთაჲ ჭეშმარიტად დაუბადებელ არს და უცვალებელ, რომელ არს ღმერთი“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9