(ინ. 1,1) „სახარებისაჲ მის სიტყუაჲ იგი ღირსთა მიმართ ოხრის, რაჲთა არა კაცობრივთა გონებათა საღმრთოჲთ კერძოჲ იგი მოძღურებაჲ შეაგინონ, რამეთუ რაჟამს ძჱ სახელი ესმის, მამაჲცა და დედაჲცა გულსა მოიჴადონ. მისთჳს სიტყუაჲ თქუა, რომელ-იგი შემძლებელ იყო მუნქუესვე დასაბამსა სიტყჳსასა გამოუთქუმელისა მისთჳს თქუმად. და იხილე, რომელი-იგი სახჱ იწყო თქუმად, კიბენი აღჰმართნა და მრავალსა მას დაკიბულსა აღიყვანა ძჱ – სახელისასა მას გულისხმის-ყოფასა, არა თუ იგი რაჲმე უვარყო, არამედ ჟამსა თჳსსა და ჰმსახურა და თქუა: „დასაბამითგან იყო სიტყუაჲ“, რაჲთა შეუძლებელი იგი ისწაო და საზეპუროჲსა მის შობისაჲ აქავე გულისხმა-ჰყო, რამეთუ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა ხოლო ზეცისაჲ არს, არამედ ცათაჲ უფალი და ანგელოზთაჲ და ანგელოზთმთავართაჲ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8