და დე დვ დი დო დრ დუ დღ
დაბ დავ დას დაუ დაც დაჯ

დაცემა პირველი ადამიანისა

კაცი შურითა „ეშმაკისაჲთა სცთა და ღმრთისა მცნებასა გარდამავალ იქმნა, საშჯელსა შევარდა სიკუდილისასა“, რისთვისაც ადამის მთელი შთამომავლობა მის თანანადებს დაემონა და სასჯელის ზღვევა ყველას დაეკისრა (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) კაცის დაცემა და აღმართება: „დასაბამსა მას დაბადებისა კაცთაჲსა პირველ დაბადებული იგი მამაჲ ჩუენი ადამ ხისა მისგან ნაყოფისა, რომელ გამოეღო ხესა მას ცნობისა კეთილისა და ბოროტისა, დედაკაცისა მიერ შესცთა და ჭამა იგი და სამოთხისა მისგან ექსორია-იქმნა იგი და ჩუენ ყოველნი. ხოლო რაჟამს წმიდამან ქალწულმან ანგელოზისა მიერ „გიხაროდენი“ შეიწყნარა, მყის პირველ-შექმნული მამაჲ ჩუენი დაცემისაგან აღემართა და წყევაჲ იგი პირველისა დედისა ჩუენისაჲ ევაჲსი განქარდა“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) ცთომილი კაცი ეშმაკის ნაწილად იქცა: „იქმნა ცთომილი ნაწილ მისა და სნეულ ვნებითა წინააღდგომითა ღმრთისაჲთა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9