და დე დვ დი დო დრ დუ დღ
დაბ დავ დას დაუ დაც დაჯ

„დაჯდა მარჯვენით მამისა“

„მარჯვენით ღმრთისა და მამისა დაჯდომასა ვიტყჳთ ქრისტესსა ჴორცითა მით, რომლითა ამაღლდა... მარჯუენით მამისა ვიტყჳთ დიდებასა მას და პატივსა ღმრთეებისასა, რომელსა შინა იყო ძჱ ღმრთისაჲ უწინარეს საუკუნეთა, ვითარცა ღმერთი და მამისა თანაარსი“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) `მამისა თანა მჯდომარე არს, ვითარ-იგი იქმნა კაც. რამეთუ ვითარ-იგი ღმერთ არს, მოუკლებელ და განუშორებელ არს მშობელისაგან განუზომელობით განუზომელი“ (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.) მაცხოვარი „აღმაღლდა ცად და დაჯდა მარჯუენით მამისა. – ხოლო საყდარისასა მას სახესა არა ჩუენი არს გამოძიებაჲ, რამეთუ ვერ მისაწდომელ არს. ნუცა თავს-იდებთ მათსა, რომელნი-იგი იტყჳან ბოროტად, ვითარმედ: შემდგომად ჯუარ-ცუმისა და აღდგომისა და აღმაღლებისა – მიერითგანღა იწყო მარჯუენით მამისა ძემან ჯდომად. არა თუ მერმე წარმოჩინებულად უპყრიან მას საყდარნი, არამედ ვინაჲგანცა არს, – ხოლო არს იგი მარადის, – იშვა მამისაგან და მის თანა ზის იგი“; „არა ხოლო შემდგომად ჴორციელად მოსლვისა მარჯუენით მამისა ჯდომისა აქუნდა პატივი, არამედ უწინარჱს ყოველთა საუკუნეთა მხოლოდ-შობილსა ძესა ღმრთისასა, უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელი გარდამოჴდა და აჴდა, მარჯუენით მამისა სამარადისოდ უპყრიან საყდარნი და მამისა თანა ზის“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959; კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9