აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
ავა

ავაზაკნი

„ჯუარსა ზედა ორნი ავაზაკნი, ერთი – ჰურიაჲ და ერთი – წარმართი. წარმართსა მას დაეყო უშჯულოებასა შინა მრავალი ჟამი და შემდგომად გულისხმა-ყო ჭეშმარიტებაჲ“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) «არავინ უსწრო ავაზაკსა მას შესლვად სასუფეველსა» (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.). «თანა-გუაც, ძმანო, გამოძიებად, რაჲსათჳს-მე აღუთქუა ღმერთმან ავაზაკსა მას სამოთხჱ უწინარჱს ამათ წინაწარმეტყუელთა და რჩეულთა?... რამეთუ ხედვიდა უფალსა და მჴსნელსა ჩუენსა არა საყდართა ზედა სამეუფოთა და არცა ტაძართა შინა თაყუანის-საცემელსა და არცა კაცთა შორის მოძღურებასა, არცა ანგელოზთა შორის ბრძანებასა, არამედ იხილა იგი ავაზაკთა შორის ძელსა ზედა დამოკიდებული; იხილა იგი გინებულად და თაყუანის-სცა დიდებულად; იხილა იგი ჯუარსა ზედა და ევედრებოდა, ვითარცა ცათა შინა მჯდომარესა; ხედავს დაშჯასა შინა და მეუფით ხადის და ეტყჳს: «მომიჴსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა» (ლკ.23,42). ჯუარ-ცმულსა ხედავს და უფლით ხადის მას; მის თანავე ძელსა დამოკიდებულსა ხედავს და სასუფეველსა ინიჭებს» (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.).
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9