(ორბუნებიანობა)„შეერთებაჲ გუამისაჲ იქმნა, ხოლო ბუნებათა თჳთებაჲ არა შეირია. ვინაჲთგან უკუე ბუნებანი განწესებულად არიან, განწესებულ არიან საქმენიცა, რამეთუ არა არს ბუნებაჲ უსაქმოჲ. აწ უკუე რომელნი ერთსა საქმესა იტყოდიან ქრისტესსა, ანუ დაბადებულსა იტყჳან, ანუ დაუბადებელსა, რამეთუ საშუალ ამათსა არა არს სხუაჲ საქმე. ვითარცა-იგი არცა ბუნებაჲ იპოვების შორის დაუბადებელსა და დაბადებულსა, ცხად არს უკუე, ვითარმედ უკუეთუ დაბადებულად თქუან საქმე ქრისტესი, დაბადებულსა ოდენ მოასწავებენ ბუნებასა, და უკუეთუ დაუბადებელად თქუან საქმე მისი, დაუბადებელსა ოდენ იტყჳან ბუნებასა, და ორკერძოვე წვალებასა შთავარდებიან“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8