სარწმუნოების გარეშე მტკიცე ზნეობრიობა არ არსებობს. ამასთანავე, როგორც დოგმატური ცნობიერების დაზიანებას შეუძლია გამოიწვიოს ზნეობრივი ცხოვრების წესის მოშლა, ასევე ზნეობრივი ცხოვრების გაბიწიერებას მოსდევს დოგმატური ხედვის დაბნელება და დამახინჯება. დოგმატებისა და ზნეობრივ კანონთა (მცნებათა) შედარებისას წმ. გრიგოლ ნოსელი მივიდა დასკვნამდე, რომ „დოგმატი უფრო მნიშვნელოვანია და აღმატებული, ვიდრე მცნება“. დოგმატები მორალის საძირკველს წარმოადგენენ.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8