ებ ეგ ედ ევ ეზ ეკ ელ ენ ეო ერ ეტ ეშ
ევა ევდ ევს ევტ

ევა

ბოროტმთავრის მიერ ევას შეცდენა, მისი შედეგი და ღმრთისმშობლის მიერ ევას ცოდვის განკურნება: „მის მიერ მზაკუვარმან მან გესლი იგი თჳსი დასთხია და სიკუდილი განზავა და ყოველსა სოფელსა მოაწია,... არამედ მხოლოჲსაგან წმიდისა ქალწულისა მისი იგი შეცოდებაჲ განიკურნების“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „მხოლოჲსაგან წმიდისა ქალწულისა მისი იგი შეცოდებაჲ განქარდების“(სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „დასაბამითგან ჴელითა დედაკაცისაჲთა შევიდა მტერი იგი კაცსა და მიაღსასრულადმდე იგივე გუბრძავს. საჭურველი არს იგი ეშმაკისაჲ და ჴელითა მისითა ჰბრძავს იგი რჩეულთა ღმრთისათა: და იგი ექმნა პირ და ებან დღით პირველით; მის გამო დაიდვა წყევაჲ იგი შჯულისაჲ; მის გამო შევიდა სიკუდილი – სალმობით შობს შვილთა და მიეცემიან სიკუდილსა; მის გამო დაიწყევა ქუეყანაჲ, რაჲთა აღმოსცენდეს ეკალი და კუროჲსთავი. ამიერითგან მოსლვასა მას ნეტარისა მარიამისსა ეკალი იგი განიფხურა, ოფლი იგი განიჴოცა, ლეღჳ იგი დაიწყევა (მთ. 21,19), მიწაჲ იგი მარილ იქმნა, წყევაჲ იგი დაემშჭუალა ძელსა მას ჯუარისასა, სამოთხჱ იგი ხარებულ არს ნეტართა წმიდათა, ხჱ იგი ცხორებისაჲ მოეცა საჭმლად მორწმუნეთა და ნებისმყოფელთა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9