ებ ეგ ედ ევ ეზ ეკ ელ ენ ეო ერ ეტ ეშ
ერე ერთ ერი

„ერთი სოფელი“

წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველი „„პირველად საქმედ“ ანგელოზთა დაბადებასა იტყჳს და „მეორედ სოფლად“ – ხილულსა ამას და ნივთთა მისთა, რომელნი-იგი საქებელ არიან, თითოეულნი კეთილად ქმნულებისათჳს, რამეთუ ცეცხლი კეთილ არს თავით თჳსით და წყალი ეგრეთვე და ჰაერი და ქუეყანაჲ. ხოლო უსაქებელეს არს, რამეთუ ესე ნივთნი, ურთიერთას წინააღმდგომნი, ერთად შეირთვიან სოფლისა აღსრულებად. რამეთუ მჴურვალე გრილსა თანა შეერთვის, და ჴმელი – გრილსა. და ყოველნი ურთიერთას შეერთვიან აღსრულებად ერთისა მის სოფლისა, ესე იგი არს პატივად კაცისა, რამეთუ მას იტყჳს „ერთად სოფლად“„ (ღირ. მაქსიმე აღმსარებლის კომენტარები წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის 38-ე სიტყვაზე „შობისათვის” / სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა, თ. ოთხმეზურმა და მ. რაფავამ //Corpus christianorum, Series Graeca 45, Corpus Nazianzenum 12, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica III, Brepols, 2001.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9