ებ ეგ ედ ევ ეზ ეკ ელ ენ ეო ერ ეტ ეშ
ერე ერთ ერი

ერთსაქმობა მამისა და ძისა

მაცხოვარი „დავითის მიერ, ვითარცა კაცი, იტყჳს: „მე დავწევ და დავიძინე. განვიღჳძე, რამეთუ უფალი მწე მეყო მე“ (ფს. 3,5). ხოლო ვინ აღადგინოს იგი, განცხადებულად მამისათჳს აუწყებს, რომელი-იგი ტაძარსა მას ძისა ჴორცთასა თანა აღმადგინებელ და თანა განმაღჳძებელ იყო თქუმულისა მისებრ ფსალმუნთა შინა, ვითარცა პირითა ძისაჲთა მამისა მიმართ: „არა დაუტევო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა ვსცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი“ (ფს. 15,10). და კუალად: „უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი! მიჴსენ მე შთამავალთაგან მღჳმისათა“ (ფს. 19,3); რამეთუ უჴმდა ძესა თჳსთა ჴორცთა აღდგომისა თჳთმოქმედსა მამისაჲცა თანამოქმედად გამოჩინებაჲ, ვითარცა მისვე მისისა ბუნებისა და ნებისაგანსა, რაჲთა ერთძალითა ამით მოქმედებისა ერთსაქმობითა ყოვლითურთ ერთბუნებაობაჲ მათი დაიცვებოდეს ყოვლით კერძო“ (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9