ვა ვე ვნ ვუ
ვალ ვას ვაჭ

ვაჭრობა

„რომელმან განყიდოს რაჲ უმეტეს ფასისა მისისა, რაჲ-იგი ღირდეს, იგი მეკობრე არს და უძჳრეს ავაზაკთა არს იგი. რამეთუ ავაზაკმან იცის ბრალი თჳსი და მრავალ გზის შე-ცა-იკდიმის და შეინანის, ხოლო ვაჭარმან, ოდეს შეიტყუის კაცი და წარიღის მონაგები მისი, ცხადად შეძინების უჩნ და სამართლად ჰხედავნ, და უფროჲსღა გულს-მოდგინე იქმნის საქმედ უჯეროჲსა მის. და უკუეთუ ეგრე სთქუა: არა არს ვაჭრობაჲ პარვა, გრქუა შენ: უკუეთუ სამართლით არა ჰზრახვიდე და სამართალსა არა მისცემდე, არს იგი პარვა და მეკობრობა; და უკუეთუ რაჲმე განჰყიდო უფროჲს ფასისა თჳსისა, არს იგი მოტაცება; და უკუეთუ სთქუა, არა კაც-მიკლავს, გეტყჳ შენ: უკუეთუ თუალ-ახუნე და სიმართლით არა განჰბჭო, კაცის-კლვაჲ არს ესე“ (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9