ვა ვე ვნ ვუ
ვნე

ვნება ქრისტესი

“უვნებელ არს ღმრთეებაჲ, ვითარცა იგი უსხეულო. არამედ ჩუენთჳს ჴორცითა ივნო, ვითარცა იგი მოციქულთა მთავარი იტყჳს: „ქრისტემან რაჲ ივნო ჩუენთჳს ჴორცითა“. არა თქუა ვითარმედ ღმრთეებითა, რამეთუ ღმრთეებაჲ ჭეშმარიტად უვნებელად ჰგიეს, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელებით წერილ არს, ვითარმედ „მე თავადი იგივე ვარ და არა შევიცვალო“. აწ უკუე ღმრთად ჭეშმარიტად ქრისტე ვიცით და მისივე ვთქუათ ქრისტჱს ვნებაჲ და ღმრთისა ვნებაჲ ჴორცითა“ („მრავალთავი” /ილია აბულაძე, შრომები, III, თბ., 1982. გვ. 32-106.); (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) ქრისტემ თავისი ნებით „ივნო ვითარცა კაცმან“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „აღასრულნა ღმრთეებით საკჳრველებანი და ვნებანი ჩუენთჳს თჳსითა ჴორცითა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ნეფსით დაისაჯა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „რომელი-იგი არსი იყო, მან აცხოვნა, და მერმე რომელი-იგი კაც იქმნა, მან ივნო“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ივნო და გუემასა მიეცა ნეფსით ნებითა ღმრთეებისა მამისაჲთა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ივნო უვნებელმან, რამეთუ უვნებელად ჰგიეს მარადის ღმრთეებრი“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „არათუ ღმრთეებასა მას რაჲ ევნებოდა, არამედ ჴორცთა მათ ვნებაჲ ღმრთეებასა შეერაცხებოდა“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) „იესუ ჩუენთჳს ჯუარს ეცუმოდა და ღმრთეებასა არა ევნებოდა“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) „აღმღებელი იგი ცოდვისაჲ ძჱ ღმრთისაჲ თჳთ ნეფსით ვნებასა ჯუარისასა მოვიდოდა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.); უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994 ; შ.158,24). მიზეზი იესო ქრისტეს მოკვლისა: „რაჲსათჳს მოკლეს? რამეთუ მკელობელნი მათნი ავლინნა და განბოკლებულნი მათნი განწმიდნა, ბრმანი მათნი განანათლნა, სნეულნი მათნი შორის განკურნნა და მკუდარნი მათნი აღადგინნა, ამისთჳს მოკლეს“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.)მაცხოვრის მკვლელი ისრაელი: „რაჲ ეგე ჰქმენ,ჵ ისრაელ?... იგი, რომელმან გამოგირჩია შენ ერად საზეპუროდ, მოჰკალ-მაცხოვარი იგი შენი“; „და მოჰკალ უფალი იგი შენი დღესასწაულსა მას დიდსა“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) „ჟამსა მას ვნებისა მისისასა განეშორნეს ანგელოზნი ბრძანებითა მისითა, რაჲთა აღესრულოს მის ზედა ნებაჲ იგი უკეთურთაჲ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) ქრისტეს ვნების წინასახენი: „აბელისებრ მოკლული, ისაკისებრ შეკრული, იაკობისებრ უცხო-ქმნული, იოსებისებრ განსყიდული; ვითარცა მოსე – განგდებული; ვითარცა დავით – დევნული; ვითარცა კრავი – დაკლული; ვითარცა წინაწარმეტყუელი – შეურაცხი“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) „ღმრთეებისა ჴელთ-დებად ვერ ეგებოდა, რამეთუ უვნებელ არს ღმრთეებისა ბუნებაჲ, ხოლო გამოსცემს სისხლსა ჴორცი იგი საუფლოჲ. უვნებელ არს ქრისტე და ივნოცა მერმე ქრისტემან. ივნეს ჴორცთა მათ საუფლოთა. არა თუ განშოვრებულ იყო ღმრთეებისა მის ბუნებისაგან, არამედ განუყენებელ იყო ღმრთეებისა მის ბუნებისაგან, რომელ ჴორცთა მათ შეერთებულ იყო. ხოლო ღმრთეებისა ბუნებამან არა ივნო, არამედ თავ ნებით იყო კაცებასა მას თანა, რამეთუ თითოვეულთაჲ მათ განუყენებელი ბუნებაჲ იყო ქრისტჱს ვნებაჲ იგი ჩუენთჳს ჴორცითა. რამეთუ არა თუ ვნებაჲ იგი განეშოვრა და არცა კაცებაჲ იგი განეყენა, რამეთუ განუშოვრებელ და განუყენებელ იყო ერთობაჲ ძისა მის ღმრთისაჲ. და არს შეყოფვილ ერთობასა ღმრთეებისასა და კაცებასა ერთ უფალ, ერთ ქრისტე“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) „ვნებანი იგი ვერ შესაძლებელ არიან ღმრთეებასა მას, არამედ შეერთებულ არს ღმრთეებასა მას, რაჲთა ღმრთისა მიერ იყოს ჩუენდა ჴსნაჲ. და ნუ იყოფვინ ჩუენი სასოვებაჲ კაცისა მიმართ, არამედ – ღმრთისა მიმართ, რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: „წყეულ იყავნ, რომელმან დადვას სასოვებაჲ კაცისა მიმართ“ (იერ. 17,5), რაჲთა ნუმცა ვინ იტყჳს, ვითარმედ ღმრთეებასა მას ევნო. შეიმოსნა ვნებისანი და რომელ-იგი უვნებელ იყო ვნებისაგან, რეცა თუ უვნებელისა მის შერაცხილ არიან ვნებანი იგი, რაჲთა ვნებისაჲთა მით ჩუენი განაქარვოს ვნებაჲ და სიკუდილი“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9