თა თე თო თქ
თაბ თავ თან თაყ

თავისუფალი ნება

კაცი „შეიქმნა აზნაურად, ნებსით ქმნა ცოდვაჲ, ამისთჳს განიპატიჟა. აწ არა თუ ბუნებით არს ცოდვაჲ, არამედ შემძლებელ არს ბუნებაჲ კაცისაჲ, რაჲცა ენებოს, ყოფად. ხოლო ღმერთმან ქმნა უკუდავად და კეთილად, თავისუფლად. და ნებსით თჳსით ქმნა ცოდვაჲ და ცოდვისათჳს პატიჟად მიიღო სიკუდილი“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) `ბუნებით არს კაცსა თანა ნებაჲ თჳთმფლობელი... ბუნებითნი ნებანი უსწავლელად არიან ჩუენ თანა და არავინ ისწავლის მოგონებასა ანუ სიცოცხლესა, ანუ მომშევასა, ანუ წყურილსა, ანუ ძილსა, ანუ ნებებასა, არამედ ესე ყოველნი უსწავლელად არიან კაცთა თანა. ჩანს უკუე, ვითარმედ ბუნებით ნებიერ არს კაცი. რამეთუ პირუტყუნი ბუნებისადა დამორჩილებულ არიან და სადა ბუნებაჲ მიიზიდვიდეს, მიჰყვებიან. ხოლო კაცისა ბუნებაჲ დამორჩილებულ არს და ჴელმწიფებითა ნებისაჲთა, ვიდრეცა ენებოს, მიჰყვების. და ამითცა ჩანს, ვითარმედ ნებაჲ ბუნებითი არს კაცისაჲ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) ბუნებითსა რაჲ ნებასა ვიტყოდით, არა იძულებითსა ვიტყჳთ, არამედ თჳთმფლობელსა. რამეთუ ყოველი სიტყჳერი ბუნებაჲ თჳთმფლობელ არს. არა თუ საღმრთოჲ იგი ხოლო და დაუბადებელი ბუნებაჲ გარეგან არს ყოვლისავე იძულებისა, არამედ დაბადებულნიცა მისნი, რომელნიცა სიტყჳერ არიან, თჳთმფლობელცა არიან, ანგელოზნი და კაცნი“(წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) „ეშმაკი ვერ შემძლებელ არს იძულებად ნებასა ჩუენსა და ძლევად, და არცაღა ღმერთი და ანგელოზნი მისნი იძულებით მოგჳღებენ ნებასა ჩუენსა. ეშმაკი ლიქნით და ვერაგობით გუაწუევს ნებასა მისსა შედგომად და, უკუეთუ ვერ მიდრიკოს გონებაჲ ჩუენი ნებასა მისსა, აღატყინის ჩუენ შორის ცოდვაჲ, ვითარცა ცეცხლი. და უკუეთუ ჩუენ არა ვერჩდეთ, ვერ შემძლებელ არს იძულებად ჩუენდა. ესრეთვე ღმერთი და ანგელოზნი მისნი მაწუევენ ჩუენ კეთილისა საქმედ და შემეწევიან ჩუენ კეთილსა ზედა და, უკუეთუ არა ვინებოთ თავით თჳსით საქმედ კეთილისა, არა მაიძულებენ ჩუენ“ (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.) ღმერთმა „კაცი აუფლა და თავით თჳსით იქმს კეთილსა და ბოროტსა არა თუ განჩინებითა ღმრთისაჲთა... უკუეთუ ქმნეს კაცმან კეთილი, ღმრთისა მიერ იქმს; და უკუეთუ ქმნეს ბოროტი, ეშმაკისა მიერ იქმს და თავით თჳსით. რამეთუ ოდეს ინებოს კაცმან საქმჱ კეთილისაჲ, ღმერთი შეეწევის მას; და უკუეთუ ინებოს ბოროტისაჲ, ეშმაკი შეეწევის მას ზედა. ამისთჳს შემძლებელ არს კაცი თავით თჳსით შესლვად სასუფეველად და ჯოჯოხეთად“ (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9