თა თე თო თქ
თაბ თავ თან თაყ

თავისუფალი ნება კაცისა

„ოდეს ქრისტჱ ვიტჳრთით, ყოვლისაგან თავისუფალ ვიქმნით“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.)„ჭეშმარიტი იგი ბოროტი, რომელ არს ცოდვაჲ, რომელი უფროჲს ყოვლისა ღირს არს ამას სახელსა ბოროტისასა, იგი ჩუენისა ნებისაგან არს და განზრახვისა. რამეთუ უფლებასა შინა ჩუენსა არს გინა თუ განშორებაჲ ბოროტისაგან, ანუ თუ ყოფაჲ ბოროტსა შინა“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.) „იტყჳან უჯერონი იგი, ვითარმედ: „და რად დაიბადა (კაცი) ყოლადვე შემწყნარებელად ბოროტისა?“ და არა გულისჴმა-ჰყოფენ, ვითარმედ თჳთმფლობელისა მის ნებისათჳს იქმნა ესრეთ, რომელი-იგი უმეტესად შუენის სიტყჳერსა ბუნებასა, რამეთუ განჴსნილი ყოვლისაგანვე იძულებისა და თჳთმფლობელი ცხორებაჲ მიიღო დამბადებელისაგან კაცმან ხატად ღმრთისა დაბადებისათჳს და გულისჴმა-ჰყოფს იგი კეთილსა და იცის მიღებაჲ მისი და ჴელმწიფებაჲ აქუს და ძალი, რაჲთა ეგოს ხედვასა ზედა კეთილისასა და წურთასა მას საცნაურთასა და ესრეთ დაცვად ბუნებითისა მის ცხორებისა მისისა. და კუალად აქუს ჴელმწიფებაჲ, უკუეთუ ენებოს მიდრეკად კეთილისაგან“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.) „იტყჳს მეძიებელი იგი, ვითარმედ: „და რად არა დაბადებასავე მოგუეცა უცოდველობაჲ, რაჲთა დაღაცათუ გჳნდა, ვერმცა ძალ-გუედვა ცოდვად?“ არამედ ისმინე, რომელი ამას იტყჳ, რამეთუ შენცა არა მაშინ შეგირაცხიეს მონაჲ შენი ერთგულად, რაჟამს შეკრულად გყვეს, არამედ რაჟამს იხილო, ვითარმედ ნეფსით იქმნ ნებასა შენსა. და ღმერთსაცა არა მიმძლავრებული და იძულებული უყუარს, არამედ რომელი სათნოებითა წარემართოს კაცსა. ხოლო სათნოებაჲ ნეფსით და არა იძულებით იქმნების, და ნებაჲ ჩუენ ზედა არს, ხოლო ჩუენ ზედა მყოფი იგი არს თჳთმფლობელობაჲ. აწ უკუე რომელი აბრალობდეს დამბადებელსა, თუ რად არა იძულებით უცოდველად დაგუბადნა, იგი სხუასა არარას იქმს, არამედ ბუნებასა პირუტყუთასა პატივ-სცემს უფროჲს სიტყჳერისა მის ბუნებისა და აღუძრველსა მას და უნებელსა – უფროჲს ნეფსითისა ამის და მოქმედისა“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.) „უკუეთუ თავით თჳსით არა განიძარცოთ სიწმიდჱ, სხუასა არავის ჴელ-ეწიფების განძარცუვად“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „ჩუენ თუ გჳნდეს, მოწევნულ არიან ჩუენ ზედა მადლნი“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9