აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
ამა ამი

ამაღლება

„ვითარ აღმაღლდა უფალი ზეცად, წინა-მიეგებვოდეს მას ანგელოზთ მთავარნი და ძალნი და მთავრობანი, უფლებანი და ჴელმწიფებანი და ბევრნი ბევრთანი. დასნი ღაღადებით იტყოდეს: «აღიხუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, ზე და აღიხუნენ ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფე დიდებისაჲ“ (ფს. 23,7)», (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) «რომელ-იგი ელეონით ღრუბლითა აღმაღლდა და აჩუენებს დღენდელად დღედმდე ზეცად აღსლვისა ბჭეთა» (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) «რაჟამს ღმრთეებაჲ იგი მისი კაცებასა ჩუენსა შეეზიარებოდა და ქალწულსა მას, რომელი ქუეყანისაჲ იყო, დაადგრა მას შინა; ხოლო რაჟამს კაცებასა ამას ჩუენსა ღმრთეებითა თჳსითა განამდიდრებდა, ღრუბლითა აღამაღლებდა ჴორცთა ჩუენთა» (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) «დიდებულებაჲ შორის ღრუბელსა მას აღჴდა და მიიღო თაყუანის-ცემაჲ ანგელოზთაგან მაღალთა შინა, რაჲთა აჩუენოს, რამეთუ ეზიარა კაცებაჲ ჩუენი ღმრთეებასა მისსა და განმდიდრდა ცათა შინა»(სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) «ამაღლდა დღეს ძლიერებითა ბრძოლისაგან და აღმიყვანნა მის თანა მაღლად ჴორცითა მით, რომელ შეისხნა ჩუენგან» (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) «ბჭენი, რომელ საუკუნითგან დაჴშულ იყვნეს, განეხუნეს ამაღლებასა მას» (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) «აჰა ესერა სიმრავლჱ დასთა ანგელოზთაჲ გარე-მოადგა მას. ხოლო თავსა ზედა მისსა სერაბინნი აგრილობდეს და იტყოდეს: «წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ. სავსე არიან ცანი და ქუეყანაჲ დიდებითა მისითა» (ეს.6,3) და ღრუბელსა ნათლისასა მთაჲ იგი დაეფარა, ცანი განეხუნეს და დასნი წინაწარმეტყუელთანი იპოვნეს კრებულად მთასა მას» (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) «დღესასწაული ესე აღმაღლებისაჲ ზეცად შესცვალებს სლვასა ამას ქუეყანისასა და ჰყოფს ცასა სავალ კაცთა» (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) «და მერმე აღმაღლებულ ზეცად უფალი იგი ყოველთაჲ ჴორცითურთ სავსებით, ვითარცა იგი განკაცნა ჴორცითა და სულითა, და აღასრულა ყოველი, აღდგა ჭეშმარიტად და ყვნა ჴორცნი იგი განურყუნელ და უკუდავ და სული – შეყოფილ ჴორცითურთ ერთობასა მას ღმრთეებისა ბუნებასა. დიდითა დიდებულებითა აღმაღლებულ ზეცად და დაჯდა მარჯულ მამისა. და აღმაღლდა ზესკნელს ცათა ჴორცითა მით მხოლოდშობილითა» (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9