თა თე თო თქ
თევ თეო

თეოდორე აბუკურა

(დაახ. 750-830) – ასურეთში მოღვაწე არაბი ქრისტიანი მწერალი, ხარანის ეპისკოპოსი. დაიბადა ედესაში. ახალგაზრდობა გაატარა წმ. საბა განწმედილის მონასტერში. იგი წმ. იოვანე დამასკელის თანამოაზრე და მიმდევარი იყო. თეოდორე წერდა არაბულად, მაგრამ მსოფლიომ ბერძნული თარგმანებით გაიცნო. ჟ. მინის PG. ტ. 97-ში შეტანილია თეოდორეს 43 ტრაქტატი და დიალოგი. მისი რამდენიმე თხზულება ქართულად თარგნილია არსენი ვაჩეს ძის მიერ, რომელიც თეოდორეს სიბრძნით აღტაცებული იყო. ტექსტი გამოქვეყნებულია (იხ. გამოყენებული ლიტერატურა).
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9