თა თე თო თქ
თევ თეო

თეოდორე მოფსუესტელი

(დაახ. 350-428) – ანტიოქიური სკოლის წარმომადგენელი. კილიკიის ქალაქ მოფსუესტიის ეკლესიის მმართველი იყო. წმ. იოვანე ოქროპირთან ერთად რიტორ ლიბანიოსთან სწავლობდა. ფართო განათლება შეიძინა. მალე გახდა ცნობილი, როგორც წმიდა წერილის განმმარტებელი და ერესთა წინააღმდეგ მებრძოლი. იგი აპოლინარის სწავლებას უპირისპირდებოდა, მაგრამ თვითონ უფალ იესო ქრისტეს ერთ-ერთ ჩვეულებრივ ადამიანად მიიჩნევდა, რომელმაც, სულიერი წარმატების წყალობით, ღმრთისაგან „ღმერთად“ წოდების მადლი მიიღო, ხოლო იორდანეზე ნათლისღების შედეგად პირველთა შორის სულიწმიდის მადლის მინიჭების ღირსი გახდა. ხოლო სიტყვა ღმერთმა, მას შემდეგ, რაც თვისი კეთილმნებელობით ქრისტეში დამკვიდრდა (ჩასახლდა), სრულყოფილებასთან ერთად მას თვისი ღმრთეებრივი ღირსებისა და პატივის რაღაც ნაწილიც მისცა. – ასეთია თეოდორე რაითელისეული ლოგიკური დასკვნა მოფსუესტელი ეპისკოპოსის ქრისტოლოგიისა, რომელზეც შესაძლოა თვით ავტორი მთლად ასე არ ფიქრობდა. თუმცა ერთი რამ ნათელია: მოფსუესტელს ქრისტეს ერთი პირისა და ორი ბუნების შესახებ ჭეშმარიტი აზრი არ ჰქონდა. იგი იმპ. იუსტინიანეს ედიქტით შეჩვენებულ იქნა.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9