თა თე თო თქ
თომ

თომა მოციქული

„მიყუარს, თომა, შენი ეგე ურწმუნოებაჲ საჲდუმლოჲსაჲ ამის. ჵ თომა, საფუძველი სარწმუნოებისაჲ შენი ეგე ურწმუნოებაჲ! ვაქებ შენსა მაგას სიტყჳს-გებასა და ქრისტჱს მოყუარესა გონებასა, ურწმუნო იქმენ მცირედ ოდენ, რაჲთა მრწმენეს მე მდიდრად; ითხოვე უფლისაგან, რაჲთა შენითა თხოვითა მისგან ზიარ ვიქმნე მეცა მაცხოვრისა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959; (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „ხოლო თომა ერთი იგი, რომელსა ერქუა მარჩბივ, რამეთუ არს ერთი ორთაგანი, რამეთუ ტყუბთაგანი იყო იგი, ამისთჳს ეწოდა მას მარჩბივ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) თომას ურწმუნოება ჩვენი სარწმუნოების დედა იქმნა: „და თუმცა არა შეხებითა მით ესრჱთ რწმუნებულ იყო მისა, არამცა ესრჱთ ესწავა ჩუენდა სარწმუნოებაჲ, ვინაჲ მოწაფისაჲ მის ურწმუნოებაჲ ჩუენისა სარწმუნოებისა დედა იქმნა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9