ია იე ივ ინ იო ის იუ იქ
იოა იოვ იონ იოს იოფ

იოვანე ნათლისმცემელი

„დიდი იოვანე სახჱ არს სინანულისაჲ და უვნებელობისაჲ და გულისჴმისყოფისაჲ. სინანულისაჲ, ვითარცა ქადაგი იგი ნათლისმცემელი, ხოლო უვნებელობისაჲ, ვითარცა მეუდაბნოე და სოფლისაგან განშორებული, ხოლო გულისჴმისყოფით ხედვისაჲ, ვითარცა ლევიტელი და მღდელი და სიტყჳსა ღმრთისა წინამორბედი. და არა ამათ ოდენ საქმეთაჲ არს სახჱ, არამედ ამათ შინა შეუცვალებელად ყოფილსაცა ხატი არს, რამეთუ საშოჲთგან დედისაჲთ ვიდრე აღსასრულადმდე ამათ საქმეთა შინა ძალი სულისა თჳსისაჲ შეუცვალებელად დაიცვა“ (ღირ. მაქსიმე აღმსარებლის კომენტარები წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის 38-ე სიტყვაზე „შობისათვის” / სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა, თ. ოთხმეზურმა და მ. რაფავამ //Corpus christianorum, Series Graeca 45, Corpus Nazianzenum 12, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica III, Brepols, 2001.) იოვანემ განკაცების საიდუმლო შობამდე იცოდა: „რომელი არა იცოდა ცათა შინა სიმრავლემან ანგელოზთამან... იოვანე მუცელსა შინა დაფარული საიდუმლოჲ გამოაცხადა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959). „თჳსსა დედასა კრთომისა მისგან აუწყებდა, ხოლო მაცხოვრისა დედასა თჳსისა დედისა ენითა მიუგებდა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.)„იოვანე ბუნებისა იგი შჯული შეუნდო“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) იგი ჭამდა „მწუანვილსა მდელოთასა და თაფლსა ველურსა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959; (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994). იოვანე ჯოჯოხეთშიც მაცხოვრის წინამორბედი იყო: „რამეთუ ესე პირველად მიიწია მათა, რომელნი ჯოჯოხეთს იყვნეს, ქადაგებად მათა, მოკლული ჰეროდესგან, ქადაგყოფილ. და მუნ მიაუწყა განმზადებულისა მის უფლისა შთასლვაჲ გამოჴსნადთა მათთჳს გამოჴსნითა წმიდათა მათ სულთასა ჴელთაგან სიკუდილისათა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9