ია იე ივ ინ იო ის იუ იქ
იოა იოვ იონ იოს იოფ

იოფანისი

სახელი ვინმე ჰურიისა, რომელიც „მიიმართა და იწყო დაქცევად (ღმრთისმშობლის) ცხედრისა, ვითარ-იგი მოციქულთა ეტჳრთა. და აჰა ანგელოზმან უფლისამან უხილავითა ძალითა მახჳლითა ცეცხლისაჲთა მჴარნი მისნი ორნივე მოჰკუეთნა და ჴელნი დამოეკიდნეს აერთა ზედა მახლობელად ცხედარსა მას“; მონანული იოფანისი პეტრე მოციქულის სიტყვით განიკურნა: „ჴელნი იგი, რომელ ცხედარსა დედოფლისასა დამოკიდებულ იყვნეს, წარვიდეს და დაეწებნეს იოფანიას“(კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9