ბა ბე ბი ბო ბრ ბუ ბჭ
ბორ

ბოროტების ორი სახე

(ბუნებითი და საგონებელი)–„ბოროტი ორი სახითა არს: ერთი წინაშე ჩუენსა ჩანს ბოროტად, ხოლო მეორე თჳთ ბუნებით არს ბოროტ. და ბუნებითი იგი ბოროტი ჩუენ მიერ იქმნების: უსამართლოებაჲ, შეგინებულობაჲ, უგუნურობაჲ, მოშიშებაჲ, კაცის კლვანი, შური, მწამლველობანი, მანქანებანი და სხუანი იგი ამათნი მსგავსნი ვნებანი, რომელნი ხატად ღმრთისა დაბადებულსა მას სულსა შეაგინებენ და დააბნელებენ სიკეთესა მისსა. კუალად ბოროტად უწესთ, რომელი-იგი ჩუენდა საჭირო იყოს და ძნელ ხილულად, რომელ არს: სნეულებაჲ ჴორცთაჲ და წყლულებანი ჴორცთანი და ნაკლულევანებაჲ საჭიროთა საჴმართაჲ და უპატიოებაჲ და სიმდიდრისა დაჭირვებაჲ და თჳსთა სიკუდილნი – რომელ-იგი თითოეული ამათი ბრძნისა მის და სახიერისა მეუფისა მიერ უმჯობესისათჳს მოიწევის ჩუენ ზედა“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.) (იხ. განსაცდელის რაობა). საგონებელი ბოროტებანი, ანუ სხვადასხვა განსაცდელი და ჭირი, ადამიანებს გამოსაცდელად, ახოვნების გამოსაჩენად, ცოდვის განსაკურნებლად ან ცოდვის მიმართ შიშის აღძვრისათვის ეძლევათ (B.60). „აჰა ესერა უკუე ესე ყოველი უწყი ღმრთისა მიერ და განყოფილად გაქუს თავსა შორის თჳსსა სახენი იგი ბოროტისანი და უწყი, თუ რაჲ არს ჭეშმარიტი იგი ბოროტი – რამეთუ ცოდვაჲ არს, რომლისა აღსასრული არს წარწყმედაჲ, ანუ თუ რაჲ არს საგონებელი იგი ბოროტი – საჭიროდ ხილვისათჳს რომელსა აქუნდეს ძალი კეთილისაჲ, ვითარ-იგი არიან ჭირნი, დამაყენებელად ცოდვისა მოწევნულნი, რომელთაჲ ნაყოფი არს ცხორებაჲ საუკუნოჲ სულთაჲ“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9