აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
აბდ აბი აბრ

აბრაამ ალბათანელი

სომეხთა კათალიკოსი 607-615 წლებში. ქართველებსა და სომხებს შორის გადამწყვეტი კონფლიქტი სწორედ აბრაამის დროს მოხდა. აბრაამი გაკათალიკოსობამდე რშტუნთა ეპისკოპოსი იყო, ესწრებოდა დვინის 607 წლის კრებას და ხელი მოაწერა იქ შემუშავებულ კანონებს. 607 წელსვე დვინში ხელმეორედ შეკრებილმა კრებამ იგი კათალიკოსად აირჩია. სომეხთათვის ხელსაყრელმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, ირანის სახელმწიფოს მიერ მოპოვებულმა წარმატებებმა ბიზანტიის წინააღმდეგ კავკასიაში, აბრაამ კათალიკოსს საშუალება მისცა, სომხეთის გაყოფილი ეკლესია გაეერთიანებინა და ისე ასულიყო საყდარზე (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9