წმ. იოვანე ოქროპირი „რაჟამს შესწირვიდის წმიდასა მსხუერპლსა, ყოვლად აღტაცებულ იყვის და სახეთა რათმე მიერ და მოსწავებათა თუალით მხილველ იქმნის წმიდასა მას მსხუერპლსა ზედა გარდამოსლვასა სულისა წმიდისასა. ვინაჲცა ოდესმე ერთი თანამწირველთაგანი თანა-უდგა მას, რომელმან-იგი დედაკაცსა ვისმე ზეგარდამო მხედველსა შეადგნა თუალნი და განცდად მისსა იწყო, რომლისა მიერ წმიდასა მას დააკლდა ხილვაჲ სულისა წმიდისაჲ და მკუეთრ ეუწყა მიზეზი დაკლებისაჲ. ამისთჳს უბრძანა მის თანა მსხუერპლის შემწირველსა მას განშორებაჲ მისგან. და მყის იხილა იგივე ხილვაჲ მსგავსად ჩუეულებისა თჳსისა. ამისთჳს მომავალთა ჟამთათჳს განაგო და კრეტსაბმელებითა ბრძანა მოზღუდვაჲ ზეით გარდამოსახედავთა ყოველთაჲ“ (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8