კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კათ კან კარ კატ კაც

კანონები მღვდელთათვის და დიაკონთა

„რომელნი მღდელობისა უღელსა შევიდოდინ, უკუეთუ ქორწინებაჲ ენების, პირველ კერძოდიაკონობისა კურთხევისა იქორწინონ წესიერითა ქორწინებითა, რაჲთა ყოვლადვე თჳსობაჲ მათ შორის არა იყოს და შემდგომად ქორწინებისა მიიღონ კურთხევაჲ კერძოდიაკონობისაჲ და მთავარდიაკონობისა და ხუცობისაჲ და იყვნენ უბრალოდ მეუღლეთა თჳსთა თანა, გარნა რომელსა დღესა ჟამსა წირვიდენ მას ღამესა დაიცვენინ თავნი თჳსნი სიწმიდით, ვითარცა იტყჳს წმიდაჲ პავლე მოციქული, ვითარმედ: „ნუ განეშორებით ურთიერთას, გარნათუ შეთქუმულებით ჟამ რავდენმე, რაჲთა მოიცალოთ ლოცვასა და კუალად ურთიერთასვე იყვენით, რაჲთა არა განგცადნეს თქუენ ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა“. ესე არა მღდელთა მიმართ თქუა მოციქულმან, არამედ ერისკაცთა ყოველთა, რავდენ უკუე უმეტესად მღდელთა თანა-აც დამარხვად. ხოლო ჟამი ლოცვისაჲ დღე იგი ზიარებისაჲ თქუა, რაჲთა არა განგცადნესო ეშმაკმან უთმინოებითა თქუენითა. უთმინოებად მას უწესა, რომელმან დღესა მას, ოდეს ეგულებოდის ზიარებად, ვერ მოითმინოს მეუღლისაგან თჳსისა. ესრეთ უკუე ჯერ-არს, რაჲთა დღეთა მათ ჟამისწირვისათა ეკრძალებოდინ და სხუათა დღეთა წესიერად ურთიერთას იყვნენ. ხოლო შემდგომად კურთხევისა დიაკონად გინა ხუცად არღარა ჴელ-ეწიფების ქორწინებაჲ. უკუეთუ კულა იქორწინოს დიაკონმან, გინა ხუცესმან, მღდელობისაგან აღიჴოცენ. ეგრეთვე რომელსა ორგზის ექორწინოს, მღდელობისა პატივსა ვერ ჴელ-ეწიფების მოსლვად, ვითარცა წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათა კანონი ბრძანებს, ვითარმედ: „რომელი შემდგომად ნათლისღებისა ორსა ქორწინებასა მოსრულ იყოს ანუ ხარჭი დაესუას, არა ჴელ-ეწიფების ებისკოპოსობისა, ანუ ხუცობისა, ანუ დიაკონობისა და მღდელობისა წესსა მოსლვად; ეგრეთვე რომელმან ქურივი შეირთოს, ანუ მეძავი, ანუ ქმრისაგან გაძებული, ანუ მგოსანი, ვერ ჴელ-ეწიფების მღდელობად“„ (მცირე სჯულისკანონი (ექვთიმე მთაწმიდელისა), გამც. ე. გიუნაშვილი, თბ., 1972.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9