კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კათ კან კარ კატ კაც

კაცება ქრისტესი

„ქალწულისა მისგან წმიდისა ჴორცნი შეისხნა ჭეშმარიტად და არა საგონებელად: ჴორცნი ჭეშმარიტად და ტყავი ძუალითურთ და ძარღჳთ და ყოვლით კერძოვე მსგავსი ჩუენი, არარაჲთ ჩუენგან განშორებული, არამედ მით ხოლო სიწმიდისა მისისა დიდებითა, და ჭურჭელი სიწმიდისაჲ შეუცოდებელი, ყოვლითავე სრული აქუნდა, და აქუს სული კაცისაჲ ჭეშმარიტად და გონებაჲ კაცისაჲ ჭეშმარიტად, არა ვითარ ჩუენი გონებაჲ დამტკეცილი ჴელმწიფებასა ქუეშე ცოდვისასა ყოვლით კერძოვე, არა იჴმია ცოდვაჲ; პირი – უტყუველი ბაგეთა, რომელთა არა თქუეს ზაკუვაჲ; გული – რომელი არა მიდრკა უშუერსა ზრახვასა; გონებაჲ – უცვალებელი ყოვლით კერძოვე, მიუდრეკელი უკეთურებასა; ჴორცნი – არა თუ ამათ ჴორცთაებრ მოქმედნი არაწმიდებასა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ყრმა იქმნა და აღიზარდა და ჰასაკი მიიღო მამაკაცისაჲ“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ჭეშმარიტად მტერისაგან გამოიცადა უდაბნოსა გარე; უკუანაჲსკნელ შეემშია, ვითარცა არს ჭეშმარიტად წესი ამათ ჴორცთაჲ... ეძინა ვითარცა კაცსა, შიოდა ვითარცა კაცსა, ღმრთეებრ სასწაულსა იქმოდა; ... დაეფლა ჴორცითა და თჳნიერ საშუმინველისა იდვა სამ დღე უსულოდ და შეუძრველად,... არა თუ ღმრთეებაჲ დაეფლა... აღადგინა იგი ღმერთმან უფალი და სიტყუაჲ და ძჱ მხოლოდ-შობილი სულითურთ და ჴორცით“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.)კაცობრივი ბუნებისთვის გულისხმისსაყოფელი მუხლები: მთ.26,26-28; მთ. 26,38 (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) ქრისტეს ხორცი შექმნილია: „და შეუსხმან ჴორცნი იგი, რომელ თჳთ შექმნნა და მიუღებიეს სამშჳნველი იგი, რომელ შთაჰბერა და იმსახურების გონებათაგან, რომელ-იგი მან მოსცა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)„ჴორცთა უფლისათა აქუს ჟამიერი მყოფობაჲ და არაარსისაგან არსად მოსრულობაჲ და შესახულობაჲ და რაბამობაჲ და ფერი და ასონი და გარეშეწერაჲ და განსახილველობაჲ და კაცობრივი ცხორებაჲ და ძრვაჲ და გრძნობაჲ და ადგილითი-ადგილად მიცვალებაჲ და ნებაჲ კაცობრივი, და მოქმედებაჲ კაცობრივი“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)უფლის კაცებას სიტყვასთან შეერთებით მიეცა დასაბამი და იგი ცალკე არ არსებულა: „არა ოდეს ყოფილ არიან თავით თჳსით ჴორცნი უფლისანი, არცა მიუღიეს დასაბამი და მიზეზი ყოფისაჲ თჳნიერ ძისა და სიტყჳსა ღმრთისა, არცა ქმნილ არიან წმიდანი იგი ჴორცნი და უხრწნელი იგი სული სხჳსა ვისსამე თჳნიერ ძისა ღმრთისა, და ყოველნივე ამათნი მისნი არიან და მისდად ითქუმიან“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9