„დღჱ კჳრიაკე დღჱ ნათლისაჲ არს“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „დღესა მას ერთშაბათისასა, რომელსა აწ ეწოდების კჳრიაკჱ, რომელი გამოითარგმანების საუფლოჲ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „ესე არს დღჱ, რომელ ქმნა უფალმან ლოცვისათჳს და აღჴოცისათჳს ცოდვათაჲსა და სინანულისათჳს“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „ნუ შეურაცხ-ჰყოფ შენ დღესა საუფლოსა, ეკლესიად ლოცვად მიისწრაფე, რამეთუ ესე დღჱ ლოცვისათჳს მოგეცა შენ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)„ესე არს დღჱ მოსაჴსენებელი უფლისაჲ, რომელსაცა საუფლო ეწოდა. ვითარმედ პირველად ვნებადმდე უფლისა არა ეწოდა მას საუფლოჲ, არამედ ვინაჲთგან ადგა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, საუფლო ეწოდა მას. ამისთჳსცა მოვიღეთ დასაბამად მისა უქმობაჲ. და ესე დღჱ არს დასაბამი მკუდრეთით აღდგომისაჲ. და ამას შჳდსა დღესა მოგუცა ჩუენ საქმრად და ერთი ესე დღჱ მოგუეცა ჩუენ ლოცვისათჳს და განსუენებისათჳს და განსაწმედელად ცოდვათა, რომელნი ექუსთა მათ დღეთა ვქმნეთ უმეცრებითა და შესულებითა ამის სოფლისაჲთა... და აღასრულე ლოცვაჲ იგი შენი, იხილე უფალი იგი შენი ვნებული და დამდაბლებული, დაკლული და განყოფილი, და არა მოკლებული“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)უფალმა შაბათის ნაცვლად კვირა დააწესა: „საქმისა და შრომისათჳს ექუსნი იგი დღენი შექმნნა და თქუა: იქმოდე ყოველსავე საქმესა შენსა. და მეშჳდესა მას დღესა განსუენებაჲ ბრძანა. რამეთუ რაჟამს შჯულსა მისცემდა ღმერთი ჰებრაელთა მათ, დღჱ იგი შაბათი მისცა მათ განსასუენებელად, რამეთუ ამას დღესა შინა განისუენა ღმერთმან ყოველთაგან საქმეთა თჳსთა, ამისთჳსცა მათ უბრძანა ყოველთა საქმეთა დაცადებაჲ. რამეთუ განარისხეს ღმერთი და არა დაიცვნეს მცნებანი მისნი, ფუცა პირითა წინაწარმეტყუელისაჲთა და თქუა: „ვერ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა“ (ფს.94,11; ებრ.3,11; 4,3). ხოლო რაჟამს მოვიდა უფალი ზეცით ქუეყანად და იშვა წმიდისაგან ქალწულისა და განაახლა ყოველივე იგი შჯული, რამეთუ თჳთ იგი იყო შემოქმედი შჯულისაჲ, განაგდო ყოველივე ძუელი და მოგუცა ჩუენ მადლი იგი, ვითარცა წმიდაჲ მოციქული იტყჳს: „რამეთუ ძუელი იგი წარჴდა და აჰა ესერა იქმნა ახალი“. რამეთუ ყოველივე მის მიერ განეწესა, რაჲთა დაჰჴსნეს შჯული იგი შაბათისაჲ მის და ნაცვალად მისსა წარმოაჩინოს სხუაჲ დღჱ ლოცვისაჲ და განსუენებისაჲ. მოგუცა ჩუენ პირველი იგი დღჱ, რომელსა ეწოდა დასაბამი სოფლისა შესაქმისაჲ. და სახელი დასდვა მას საუფლოჲ, რაჲთა სახელისა მისისაგან შეინანონ და დაიცვნენ მცნებანი ღმრთისანი“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „დღე კჳრიაკე მეუფჱ არს დღეთაჲ და უფალი მათი, რამეთუ მას შინა დაჰბადა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ და ნათელი სოფლისაჲ. დღესა კჳრიაკესა აღიყვანა ღმერთმან კაცი მეუფე და საყდრის მოდგამ ყო იგი მის თანა. დღესა კჳრიაკესა კაცი ღმერთ იქმნა, დღესა კჳრიაკესა კაცი იქმნა ძე ღმრთისა არა თუ ჴორციელად სისხლითა და არცა ნებითა კაცთაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვა. დღესა კჳრიაკესა ვჭამეთ ხისა მისგან ცხორებისა, რომლისაგან განყენებულ იყო მამაჲ ჩუენი ადამ. დღესა კჳრიაკესა დავემკჳდრენით ჩუენ სამოთხესა, რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოჴდა (შდრ. I კორ. 2,9). დღესა კჳრიაკესა გამოვიყვანენით ჯოჯოხეთით, რომლისაგან ვერარაჲ გამოგჳჴსნიდა თჳნიერ ღმრთისა. დღესა კჳრიაკესა ვპოვეთ წყალობაჲ იესუ ქრისტეს მიერ უფლისა ჩუენისა და მაცხოვრისა ძალითა მისითა წმიდითა. დღესა კჳრიაკესა ვიხილეთ ღმერთი განჴორციელებული ცხადად და ჭეშმარიტად შეერთებული ძეთა კაცთა თანა. დღესა კჳრიაკესა განვძლიერდით ქრისტეს მიერ, ძისა ღმრთისა, და შევიცვალენით ჴრწნილნი უჴრწნელად. დღესა კჳრიაკესა მოვიგეთ ტაბლაჲ იგი უბიწოჲ, რომელსა ზედა ჰგიეს პური იგი ცხორებისაჲ, რომლისა მიერ განცხოველდებიან ყოველნი, რომელთა მიიღონ სარწმუნოებით. დღესა კჳრიაკესა შეიერთა განყოფილებაჲ ცისა და ქუეყანისაჲ და ყო მათ შინა ცხორებაჲ განცხადებულად. დღესა კჳრიაკესა შეიძრნეს საფუძველნი ქუეყანისანი და შეიმუსრნეს ბჭენი ჯოჯოხეთისანი და მოქლონნი მისნი წინაშე პირსა მამისა ჩუენისა ადამისსა. დღესა კჳრიაკესა გარდამოჴდა სული წმიდაჲ მოწაფეთა ზედა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა ენითა ცეცხლისაჲთა და დაემკჳდრა მათ თანა... დღე კჳრიაკე დღე ღმრთისაჲ არს, რომელსა შინა მომავალ არს ქრისტე მჯდომარე ღრუბელთა ზედა ცისათა და ბეჭთა ზედა ანგელოზთასა და ნიში მისი წინაშე მისსა, რომელ არს ჯუარი პატიოსანი“(მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8