მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მად მათ მაკ მამ მან მარ მატ მაღ მაყ მახ

მადლი

„არა არს მოკლებაჲ მადლისაჲ მართლმორწმუნეთათჳს“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) მადლის თვისება: „სანთელმან ერთმან აღანთნის მრავალნი სანთელნი და იგი ყოველნი აღივსნიან ნათლითა და მას არაჲ მოაკლდის. ესრჱთვე მადლი სულისაჲ სხუათაგან სხუათა ზედა მოვიდის და აღავსნის იგინი და პირველთა მათ არაჲ მოაკლდის“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) მადლის მინიჭება ზომით: მაცხოვარმა „შემდგომად აღდგომისა შთაჰბერა მოციქულთა სული (ინ.20,22). არამედ მისცემს აწცა მადლსა, ხოლო უხუჱსადრე და უფროჲს მათდა მიმართ იტყჳს, ვითარმედ: განმზადებულ ვარ მიცემად თქუენდა აწცა, არამედ წმიდაჲ იგი ვერღარა დაიტიოთ. აწ მი-ღა-იღეთ მადლი ესე, რავდენ დაიტიოთ, არამედ უფროჲსსა მოელოდეთ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9