მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მად მათ მაკ მამ მან მარ მატ მაღ მაყ მახ

მამა ღმერთი

„ჭეშმარიტად გურწამს ერთი მამაჲ უშობელი, დაუსაბამოჲ, ყოველთა მიზეზი და დასაბამი. რამეთუ იგი მხოლოჲ არს უმიზეზოჲ და უშობელი, ყოველთა შემოქმედი, ერთისა ხოლო მამაჲ, ბუნებით მხოლოდშობილისა ძისა მისისა, უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და გამომავლინებელი სულისა წმიდისაჲ“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) „აღვიარებთ და უწყით მამაჲ დაუსაბამო, გამოუჩინებელ, მიუწდომელ, გამოუთქუმელ, განუხრწნელ, განუზომელ, განუყოფელ, მარტივ, წრფელ, უნაწევრო, უშობელ, შეუზომელ, დაუსაბამო, უსაზღვრო, ურეველ, უსხეულო, წინავე მოგონებულ, უწინარეს ცნობა ყოველთა დაბადებულთა და ქმნულთა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)„ღმერთი-მამაჲ: არა გუამოვნებისა თჳსებასა ცხად-ჰყოფს ღმერთი, არამედ თუ რომლისა ბუნებისაჲ არს, ხოლო მამობაჲ – თჳთებასა გუამოვნებისასა. კაცი-პეტრე: კაცი ვიდრემე ცხად-ჰყოფს, თუ რომლისა ბუნებისაჲ არს, ხოლო პეტრე ცხად-ჰყოფს საკუთრად გუამსა“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9