მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მეგ მეე მეზ მელ მენ მეუ მეფ მეც

მეგობარნი ქრისტესნი

ქრისტე სიძეა, ეკლესია – სძალი, მეგობარნი სიძისანი – ზიარების მიმღებნი: „ქრისტე არს სიძე, ხოლო ეკლესიაჲ სძალ. და ვინ არიან მეგობარნი იგი სიძისანი მის? იგინი არიან, რომელთა ჭამეს ჴორცი იგი სიძისაჲ მის და მიივიწყეს ზორვაჲ იგი უწესოჲ შეკრებასა მას ეშმაკთა მათ წინაშე და სახლი იგი უშჯულოვებისაჲ, კაცისპირთა მათ კერპთა სადგომელი და თაყუანის-სცეს ძელსა მას ჯუარისასა ჭეშმარიტსა ჭეშმარიტებით და განუზავებელსა მას ჴორცსა, რომელმან ცოდვანი კაცთანი აჴოცნა და მას თანა სატანჯველი იგი და პატიჟიცა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9