მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მეგ მეე მეზ მელ მენ მეუ მეფ მეც

მელქისედეკი

„იტყჳს მოციქული (ებრ. 7,3), ვითარმედ მელქიზედეკ უმამო, უდედო, ნათესავ მოუჴსენებელ ამისთჳს, რამეთუ წერილი მისთჳს არა აჴსენებს, თუ ვინ იყო მამაჲ მისი, ვითარ-იგი სხუათა წმიდათათჳს, ანუ თუ ოდეს მოკუდა, ანუ ვინაჲ იწყო მღდელობად, და მიამსგავსებს მას მოციქული ძესა ღმრთისასა. აწ უკუე ვითარცა-იგი თქუმულ-არს მისთჳს, ვითარმედ უმამო, უდედო, რამეთუ არა ჴსენებულ არს მამაჲ და დედაჲ მისი, არა თუ უმამო იყო და უდედო, ეგრეთ შეკრბების მელქიზედეკის იგი საქმჱ ქრისტეს ზედა, რამეთუ არს იგი უდედო ზეცისაჲთა მით შობითა და უმამო – ქუეყანისაჲთა. და ამით სახითა შეკრბების, ვითარმედ ქრისტეს ზედა არს აღსრულებულ სახე იგი მელქიზედეკისი. ხოლო მელქიზედეკ კაცი იყო მართალი და აღესრულა, ვითარცა სხუანი კაცნი. არამედ სახედ ქრისტესა აჴსენა იგი მოციქულმან“ (ღირ. მაქსიმე აღმსარებლის კომენტარები წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის 38-ე სიტყვაზე „შობისათვის” / სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა, თ. ოთხმეზურმა და მ. რაფავამ //Corpus christianorum, Series Graeca 45, Corpus Nazianzenum 12, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica III, Brepols, 2001.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9