აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
ადა ადგ ადო

ადამი (პირველი და მეორე)

„ადამ ურჩებითა მით კაცთა სიკუდილის მიზეზ ექმნა და სამოთხისაგან შიშუელი გამოვარდა, და ლეღჳსა ფურცლითა შვილთ-სხმისა მიზეზნი იგი გონიერად დაიფარნა, ხოლო ჩუენმან ამან ადამ, რომელ არს ქრისტე, რომელმანცა შექმნა პირველი იგი ადამ,... მამისა ჩუენისა ურჩებაჲ იგი განკურნა და ტანჯვაჲ იგი, რომელ მის გამო ჩუენ ზედა მოწევნულ იყო, განაქარვა ღმერთმან“ („მრავალთავი” /ილია აბულაძე, შრომები, III, თბ., 1982. გვ. 32-106.) «გარდაჰჴდა ადამი მცნებასა უფლისასა, და მოიწია მის ზედა ბრძანებაჲ სიკუდილისაჲ და მის გამო ყოველნი ნაშობნი მისნი მიიცვალებიან მუნვე მიწად, ვინაჲცა დაებადნეს» (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) ადამის პირვანდელი მდგომარეობა, ცოდვით დაცემა და სიკვდილი: «იყო ოდესმე ადამ ზეცას არა ადგილითა, არამედ გონებითა. რაჟამს-იგი სულიერ იქმნა და აღიხილნა ზეცად და ხილულთა მათ მიერ მხიარულ იქმნა, უფროჲსად უყუარდა ქველისმოქმედი იგი, რომელმან მოსცა მას ცხორებისა საუკუნოჲსა საშუებელი და კეთილთა შინა სამოთხისათა განუსუენა და მისცა მთავრობაჲ, მიმსგავსებული ანგელოზთა, და მთავარანგელოზთა თანამოზიარე ყო და მსმენელ ჴმისა მის საღმრთოჲსა. ამას ყოველსა ზედა დამტკიცებულ იყო რაჲ ღმრთისა მიერ და იშუებდა, ადრე განძღა ამით ყოვლითა. და სიმძლავრითა მით, ვითარმცა შეურაცხ-ყო, და პატივ-სცა ჴორციელთა მათ თუალთა მიერ ხილულსა შუენიერებასა უფროჲს საცნაურისა მის და სიმაძღრე მუცლისაჲ უფროჲს მტკიცეთა მათ კეთილთაჲსა აღირჩია, და მეჴსეულად გარეგან სამოთხისა იქმნა და გარეგან სანატრელისა მის ცხორებისა, და არა თუ იძულებით, არამედ ნეფსით იქმნა ბოროტ... საცნაურ არს უკუე, ვითარმედ თჳთნეფსით მოატყუა ადამ თავსა თჳსსა სიკუდილი განშორებითა ღმრთისაგან» (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.) დაცემამდე ადამს ყოველნი ცხოველნი მორჩილებდნენ –(კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9