აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
აპო

აპოლინარი

(დაახ. 315-390) – მწვალებელი. სირიის ზღვისპირეთში ლაოდიკიის ეკლესიის მეთაური იყო, თავიდან არიოზელთა წინააღმდეგ მართლმადიდებლობას მედგრად იცავდა, ხოლო შემდეგ ახალი ერესის მამამთავარი გახდა. თუკი არიოზელნი ამბობდნენ, უფლის სხეული სრულიად უსულოაო, აპოლინარი ამტკიცებდა, უფალმა ცხოველმყოფელი სულით განსულიერებული სხეული კი მიიღო, მაგრამ მას ჩვენი გონება არ მიუღიაო. მისი აზრით, არსებობს ერთიანი ბუნება სიტყვისა და ხორცისა: რამდენადაც ქრისტეს ხორცი ნაკლოვანად განვითარებული იყო და სრული კაცობრივი ყოფიერება არ მიუღია, ამიტომ იგი ღირსი არ არის «ბუნებად» იწოდებოდესო. აპოლინარის ცრუ სწავლება ძირითადად იქიდან გამომდინარეობს, რომ გონების არსებითი მახასიათებლები თვითგამორკვევა და თავისუფალი ნებაა. რამდენადაც ქრისტეს ნებას ხორცთან შეერთებული სიტყვა ღმერთი განსაზღვრავდა, ამიტომ კაცობრივი გონებისთვის აქ ადგილი აღარ რჩებოდა, ხოლო თვით ქრისტე მოიაზრებოდა როგორც ერთი ბუნება, ერთი ჰიპოსტასი, ერთი პირი და ერთი ქმედება (ენერგია).
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9