„დაუთმეთ, საყუარელნო, სულგრძელებით და ნუ წარხუალთ უძლურებისათჳს კითხვად და კურნებად გრძნეულთა და მისანთა, არამედ მადლობით შეიწყნარეთ ყოველი განსაცდელი მომავალი, ვითარცა იობ მართალმან ღმრთისსათჳს შეიწყნარა ყოველნი ჭირნი და დაჴსნაჲ გუამისაჲ, და არა მივიდა იგი კითხვად და კურნებად მისანთა და გრძნეულთა, და არცა შემლოცველთა და არცა წიგნის მწერალთა, რომელი-იგი ყელსა გამოაბიან. რამეთუ ესე ყოველი ეშმაკისა ღონე არს კაცთა საცთურისათჳს. რამეთუ რაჟამს კაცი დასნეულდის, მიისწრაფინ მისანთასა. ვაჲ არს მათა, რომელნი შელოცვით კურნებასა ეძიებენ და წიგნის წერით – სიცოცხლესა, რომელი არა ბრძანა ღმერთმან საქმედ, არამედ განშორებად მისგან ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ოდეს უძლურებაჲ და განსაცდელი შეგუემთხჳოს, რაჲთა ღმრთისა, დამბადებელისა ჩუენისა მივივლტოდით და იგი მხოლოჲ შემწე ვიყოთ და ვილოცვიდეთ ეკლესიათა შინა მისთა, და მეოხ ვიყოფდეთ წმიდათა მოწამეთა ტაძართა შინა მათთა სრულითა სარწმუნოებითა, და ღმერთი არს მკურნალი ჩუენი. უკუეთუ ინებოს, განმკურნეს, და თუ ინებოს, დამიტევნეს უძლურებასავე შინა, რომელი მომცა ჩუენ უმჯობესისათჳს ჩუენისა, ვითარცა მან უწყის. ჰმადლობდი ღმერთსა, რომელსა ჰნებავს განწმედაჲ შენი ცოდვათაგან უძლურებითა მაგით შენითა. რამეთუ რომელნი სენითა ჴორცთაჲთა გუემნის ღმერთმან, იგინი უყუარან მას, ვითარცა სიბრძნესა სოლომონისსა წერილ არს და ვითარცა თქუა პავლე მოციქულმან: მსწავლის ჩუენ ღმერთი აქა, რაჲთა არა ვისწავლნეთ დღესა მას აღდგომისასა. გამოაჩინა აქა მოციქულმან და თქუა, რამეთუ: რომელი განისწავლა ღმრთისა მიერ განსაცდელითა აქა, არა იტანჯოს იგი საუკუნესა“ (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8