(ფს. 33,14) – დავით წინასწარმეტყველმა „პირველად ბოროტი ყოველი და ცოდვაჲ განტევებად ბრძანა და ნებსით განშოვრებად და მერმე თჳსისა ღმრთისა დამორჩილებად და ყოფად სრულებისა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) – ეს ფრიად მნიშვნელოვანი კანონი სულიერი ცხოვრებისა წმიდა მამებმა „დიდითა კრძალულებითა განამტკიცეს“, რადგან მისი გათვალისწინების გარეშე ზნეობრივი წარმატება შეუძლებელია.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8