სახისმეტყველება წინასწარმეტყველთა და მოციქულთა, რაჟამს, მაცხოვრის ფერისცვალებისას, ისინი ერთმანეთს ხედავდნენ: „იხილა ნავმან მან ჴორციელმან, რომელმან გამოიყვანნა ძენი ისრაჱლისანი, კლდჱ იგი სულიერი, რომელმან დაამტკიცნა ეკლესიანი. იხილა დაფარულმან მან მეგანძურმან მამისამან განცხადებული ესე მეგანძური ძისაჲ. ამან მოსე ზღუაჲ განაპო ძეთათჳს ისრაჱლისათა, ხოლო პეტრე, ვითარცა ჴმელსა ზედა ვიდოდა დამტკიცებისათჳს შვილთა ეკლესიისათა. და ელიაცა ხედვიდა, რომელი-იგი ეტლითა ცეცხლისაჲთა ამაღლდა, იოვანეს, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მკერდსა ცეცხლისა მის მიუახლებელისასა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8