მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოთ მოი მოკ მონ მორ მოს მოქ მოჩ მოც მოძ მოწ მოხ

მოწყალება

„მოწყალებაჲ თავი არს სათნოებათაჲ, რომელი განუღებს კაცთა კართა ზეცისათა, ესე მოიგე მეოხად და შემწედ“ (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.) „ვიდრემდის ამას სოფელსა შინა სცხოვნდებოდი-ღა, მიცემაჲ გინებს საზრდელისა და სასუმლისაჲ გლახაკსა... და მოწყალებაჲ სრული იგი არს, ოდეს-ღა ნაკლულევანებისაგან ჩუენისა შევიწყალნეთ ძმანი ჩუენნი, ვითარცა-იგი ქურივმან მან სარეფთელმან ელია (III მეფ. 17,9-16), და კუალად ქურივმან მან ორთა მწულილთა შემწირველმან (ლკ. 21,2). ხოლო უკუეთუ ნამეტავისაგანცა ჩუენისა არა შევიწყალნეთ ძმანი ჩუენნი, რომელსა წყალობასა ღირს ვიქმნეთ ჩუენ ღმრთისა მიერ?!“ (მამათა სწავლანი, X და XI სს-თა ხელნაწერების მიხედვით გამოსცა ილია აბულაძემ ა. შანიძის რედაქციით, თბ., 1955.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9