მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მუს მუც მუხ

მუსლიმთა მისია

მუჰამედი „იტყოდა, ვითარმედ: „ღმერთმან მომავლინა მე დათხევად სისხლისა მათისა, რომელნი ჰმსახურებენ ღმერთსა, სამ-გუამოვანსა ბუნებასა და ყოველთა, რომელნი არა ესრეთ იტყჳან: „ღმერთი მარნაქს“, რომელ არს ვითარმედ: „ღმერთი ბერწ-მტკიცე“, რომელმან არა შვა, არცა იშვა, არცა იქმნა ვინ თანა-ზიარ მისა“. ესე არს ღმრთის-მეტყუელებაჲ ბორგნეულისაჲ, რომელი უარ-ჰყოფს ღმრთისათჳს მშობლობასა ნათლისასა და გამომავლინებელობასა სიწმიდისასა. და ვითარცა მაგინებელთა და შეურაცხის-მყოფელთა ღმრთისათა ქრისტეანეთათჳს მახჳლითა გუემასა ღმრთისა მიერ ბრძანებულად ძმაცუავს“ (თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.)მორწმუნის შეკითხვაზე: „რაჟამს სოფლებთა საბერძნეთისაცა არბევდით თქუენ, ვინაცა ვინ თქუენგანი მოიკლა მუნ, არა სამოთხესა შევიდაა უეჭუელად, ვითარცა სჯულისმეტყუელებთ თქუენ?“ – სარკინოზი პასუხობს: „ჰე, ნამდჳლვე“ (თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9