„ქრისტესმშობელად არა სახელ-ვსდებთ წმიდასა მას ქალწულსა. რამეთუ ბილწმან მან და საძაგელმან, ჰურიათა მსგავსმან, უშჯულომან ნესტორი დამჴსნელად სახელსა მას ღმრთისმშობელისასა ესე მოიპოვა და არა უწოდა ღმრთისმშობელად, არამედ ქრისტესმშობელად“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) ხოლო „მისგან შობილსა უფალსა ჩუენსა ღმერთშემოსილად უწესდა“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) „წმიდაჲ მარიამ ყოველთაგან ნათესავთა მხოლოჲ მადლმან მან გამოირჩია, რამეთუ ჭეშმარიტად ყოვლითავე ბძენი(!) იყო“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.)„მხოლოჲსაგან წმიდისა ქალწულისა მისი (ევასი) იგი შეცოდებაჲ განიკურნების“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ყოველთა შორის ნათესავთა ესე ხოლო მარტოჲ ქალწული წმიდაჲ ჴორცითა და სულითა იპოვა... და არა ხოლო სიკეთჱ წმიდისაჲ ამის საკჳრველ არს, არამედ სულისაჲცა სათნოჲ სახჱ“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) მუცლადღება სულიწმიდისაგან: „მიდგომილებისა თესლი წმიდასა ქალწულსა სულმან წმიდამან მისცა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ბრძენი იყო ყოვლითავე წმიდაჲ ესე, ყოველთა ნათესავთა დედათა შორის არასადა იპოვა მსგავს მისა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებული სერაფიმთა: „დღეს წმიდაჲ ქალწული ქუეყანისაგან ზეცად მიიცვალების დიდებასა, და ძალნი ცათანი განკჳრდებიან და განკრთომით იტყჳან, ვითარმედ: მიწისაგანისა მის ადამის ასული უჟეშთაჱს ჩუენსა იქმნების“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) ქალწულის სახელდება ღმრთისმშობელად ჭეშმარიტია: „ესრეთ ღმერთ არს ქრისტე, რომლისათჳს ღმრთისმშობელ არს მისი მშობელი ქალწული, რამეთუ მშობელი ღმრთისაჲ სამართლად ღმრთისმშობელად სახელ-იდების არა ვითარცა შიშულისა ღმრთისა მშობელი, არცა ვითარმცა მისგან აქუნდა მხოლოდშობილსა დასაბამი ღმრთეებისაჲ, არამედ ვითარცა მისგან განჴორციელებულისა ღმრთისა მშობელი, რამეთუ უკუეთუ არა ღმრთისმშობელ არს მშობელი, არცა შობილი ღმერთ არს; და რამეთუ არა შემდგომად მისგან შობისა იქმნა ღმერთ, არამედ პირველითგანვე ღმერთად მყოფი მისგან ჴორციელ იქმნა და იშვა ღმერთი განჴორციელებული“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8