აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
არა არგ არი არს

არსება, ბუნება, სახე; განუკვეთელი, პირი, გვამი

„აწ უკუე გარეშენი ფილოსოფოსნი მსგავსად პირველ-თქუმულისა სიტყჳსა განყოფილებასა იტყჳან არსებისა და ბუნებისასა, რამეთუ არსებად უწოდენ მარტივად მდებარესა ნივთსა, ხოლო ბუნებად – არსებასა დასახულსა განყოფილებად არსებითად, რომელსა-იგი მარტივად ყოფასა თანა ვითარებაჲცა რაჲმე აქუნდეს ყოფისაჲ: სიტყჳერებაჲ ანუ პირუტყუებაჲ, მოკუდავებაჲ და უკუდავებაჲ, ესე იგი არს, რომელ ვიტყჳ შეუცვალებელსა მას დასაბამსა და მიზეზსა და ძალსა, რომელი-იგი დამბადებელისა მიერ მიენიჭა მოძრაობად თითოეულსა ბუნებასა, ვითარ-იგი ანგელოზთა მიეცა ძალი, – რაჲთა გულისჴმა-ჰყოფდენ და თჳნიერ ჴმოვანისა სიტყჳსა ურთიერთას აუწყებდენ გულისჴმისყოფათა; – ხოლო კაცთა, – რაჲთა გულისჴმა-ჰყოფდენ და სიტყჳთ განისწავლებოდინ და ჴმოვანითა სიტყჳთა ურთიერთას მისცემდენ და აუწყებდენ განზრახვათა გულისათა; ხოლო პირუტყუთა – ცხოველობაჲ და აღმოფშჳნვაჲ და გრძნობითი ძრვაჲ; ხოლო ნერგთა – ძრვისა და მშობელობისა და აღორძინებისა ძალი; ხოლო ქვათა – განჴურვებისა და განგრილებისა, ადგილითი ადგილად მიმოდგომისა სხუათამიერისა და მგორვალობისაჲ, ვითარ-იგი შეეტყუების უსულოთა. ამას ესევითარსა უწოდენ ფილოსოფოსნი ბუნებად, ვითარცა სახეთა სახოვანთა, ვითარ-იგი არიან ანგელოზი და კაცი და ცხენი და სხუანი ესევითარნი, რომელნი-ესე საყოველთაო არიან და განმრავლებულ გუამოვნებითა და თითოეულსა, მათგან მიმღებელსა გუამოვნებისასა, შეუცვალებელი და დაუკლებელი აქუს მსგავსებაჲ გუამოვნებისაჲ. და რაჲთა მოკლედ ვთქუა, ვითარმედ ფილოსოფოსნი კერძოსა რასმე სახისასა გუამად უწოდენ, ხოლო საყოველთაოდ განფენილსა და შემკრებელსა გუამოვნებისასა ბუნებად სახელ-სდებენ, ხოლო მარტივად მდებარესა ნივთსა არსებად უწოდენ.
ხოლო წმიდათა მამათა ზოგადსა და მრავალთა ზედა განფენილსა სათქუმელსა, რომელ არს სახოვანი სახე, არსება და ბუნება და ხატება სახელ-სდვეს, ვითარ-იგი არიან ანგელოზი და კაცი, ცხენი და ძაღლი და სხუანი ესევითარნი. რამეთუ არსებაჲ სახელედების ყოფისაგან და ბუნებაჲ სახელ-იდების მყოფობისაგან და იგივე და ერთ არიან ორნივე ესე: ყოფაჲ და მყოფი. და კუალად ხატიცა და სახე ბუნებასავე მოასწავებენ. ხოლო ზოგებითად სახელ-სდვეს განუკუეთელსა, რომელ არიან პირი და გუამი, ვითარ-იგი არიან პეტრე და პავლე, რამეთუ გუამსა ჰნებავს, რაჲთა აქუნდეს სრულებით არსებაჲ შემთხუევითურთ და თავსა შორის თჳსსა სრულ-იყოს და იხილვებოდინ მის შორის გრძნობაჲ და მოქმედებაჲ. ხოლო შეუძლებელ არს ორთა გუამთაგან, ვითარმცა არა განიყოფებოდეს ურთიერთას წესითა შემთხუევითითა და სახითა რიცხჳსაჲთა. და კუალად ესეცა ჯერ-არს ცნობად, ვითარმედ თჳსებანი იგი გამომსახველნი შემთხუევითთა წესთაგან იქმნებიან და დაჰსახვენ გუამოვნებასა“ (იოანე დამასკელი, დიალექტიკა, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსცა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო მაია რაფავამ, თბ., 1976.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9