მათ მიერ მოსყიდულმა მაცხოვრის საფლავის მცველებმა „განთქუეს ჰამბავი შორის ჰურიათა მათ, ვითარმედ მოწაფეთა მისთა წარიპარეს“ გვამი იესო ქრისტესი (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „და თქუენ, მღდელნო უშჯულონო! ვითარ არა ჰკითხეთ იუდას: და ვითარ-რაჲ საქმითა მით მოგუცემ მოძღუარსა მას შენსა? და, თუ შჯულის-მეცნიერ და მასწავლელ ხართ, რამეთუ შჯული ქრთამითა არავისსა ბრძანებს სიკუდილსა. და, თუ ქრთამითა მოჰკლავთ, შეურაცხის-მყოფელნი ხართ შჯულისანი“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) „მწიგნობართა მათ და ფარისეველთა და მღდელთმოძღუართა მათ დიდად მოშურნებითა მით და ამპარტავანებითა და შესულებითა თუალი იგი პატიოსანი და უფალი ყოველთა დაბადებულთაჲ მისცეს ჴელთა ერისკაცთასა, ჴელთა პონტიელისა პილატესთა, ვითარცა-იგი თებაელთა მათ, და მათ ჯუარს-აცუეს უფალი იგი ცხორებისაჲ“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) „მღდელთმოძღუარნი იგი, რომელნი შჯულსა მას შინა წურთილ და სწავლულ იყვნეს, უფალი იგი შჯულისაჲ შეურაცხ-ყვეს და განიშორეს“(შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) მწიგნობართა და მღვდელთმოძღვართა „ზრახვითა და ნებითა მიეცა ქრისტე და მათ მიერ მოიკლა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8