მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მწვ მწუ

მწვალებელი

მწვალებლობის მოქმედი. იგივეა, რაც ერეტიკოსი. „რომელნი იტყჳან, ვითარმედ ჴორცნი არა შეისხნა უფალმან კაცთაგანო, არამედ ზეცით ჰქონდესო,... ესევითართა მათ ნუცა მოიკითხავთ, ნუცა მათ თანა შჭამთ, ნუცა მათ თანა სუამთ, ნუცა გემოსა იხილავთ, ნუცა სიტყუასა ჰყოფთ მათ თანა, ნუცა ყოველივე, რაჲცა არს დიდითგან მცირედმდე“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) მწვალებელთა მამა ეშმაკია (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) ერეტიკოსებისთვის ჭეშმარიტი სიტყვისა და ტექსტის დამახინჯება უჩვეულო არ არის: „ნუ ახლად და უცხო რაჲ გიჩს ჭეშმარიტთა მათ სიტყუათა გმობაჲ, რამეთუ ჩუეულ არიან მწვალებელნი უკეთურად გარდაქცევად სიტყუათა მათ მჴნეთასა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)(ძვ. განწვალება ნიშნავს გამოცალკევებას, გაყოფას). მწვალებლად გახდომის სამი მიზეზი: „განგრძობასა და სიღრმესა და სიმაღლესა ამის მოძღურებისასა შესცთიან რომელნიმე უდებებითა, რომელნიმე ბოროტის-საქმითა და რომელნიმე ამპარტავანებითა“(შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)მწვალებელს გონება დაბნელებული აქვს: „ბნელი ცუდისა დიდებისაჲ, ვითარცა ალმური რაჲმე, მდებარე არს საცნაურთა ზედა თუალთა მწვალებელთასა და არა უტევებს მათ განათლებად ცისკროვანებითა სახარებისა მცხინვარებათაჲთა, რამეთუ ვერ ძალ-უც რწმუნებად დიდებისა კაცთაგან მიმღებელთა და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არამეძიებელთა“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.) „არა ყოველთაჲვე, რაოდენთა რათ იტყჳან მწვალებელნი, სივლტოლაჲ მათგან და გარემიქცევაჲ ჯერ-არს. რამეთუ მრავალსა აღიარებენ, რომელსა ჩუენცა აღვიარებთ“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9