ნა ნე ნი
ნად ნაზ ნათ ნაყ

ნაზორეველი

თავდაპირველად ქრისტეს უარმყოფელი იუდეველები მათგან გამოსულ ყველა ქრისტიანს ნაზორეველს უწოდებდნენ, როგორც ეს ჩანს საქმ. 24,5 მუხლიდან – τών Ναζωραίων (ქართულ თარგმანში „ნაზორეველთა“ ნაცვლად „გალილეველთა“ წვალება წერია); ხოლო მეორე საუკუნიდან ნაზორეველები ეკლესიისგან გამოყოფილ იმ ქრისტიან ებრაელებს ეწოდებოდათ, რომელნიც მოსეს სჯულის დაცვას მოითხოვდნენ. ნაზორეველები, არსებითად, საერთო საეკლესიო სწავლებას არ უარყოფდნენ, იესო ქრისტეს აღიარებდნენ მესიად და ღმერთად, უშვებდნენ მის ზებუნებრივ შობას და სხვ. მაგრამ ამასთანავე აუცილებლად მიიჩნევდნენ მოსეს სჯულის დაცვას იუდეველთაგან მოქცეული ქრისტიანებისათვის, ხოლო პავლე მოციქულს თავიანთ მოძღვრად და საღმრთო სიბრძნის მასწავლებლად თვლიდნენ. ეკლესია ამ პარტიას შედარებით მოწყალედ ეკიდებოდა და ერეტიკოსებთან არ ათანაბრებდა. ნაზორეველთა პარტიამ მცირე რაოდენობით IV ს-მდე იარსება.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9