ბა ბე ბლ ბო ბრ ბუ ბწ
ბედ ბენ ბერ

ბედის პური

„განმარტებ. ლექსიკონის“ ბედის კვერი

ჩვეულებრივი მოყვანილობის თონის პურია. შიგ ჩასმულია ნიგვზის ლებნები – ერთი, ორი, სამი... შვიდი. საახალწლოდ უცხობდნენ ოჯახის თითქმის ყველა წევრს, იმის საწინასწარმეტყველოდ, თუ როგორი წელიწადი დადგებოდა მათთვის. თუ რომელიმე პური ითაფებდა, თონეში ჩავარდებოდა, უბედურების ნიშანი იყო იმისთვის, ვის სახელზეც იყო ჩაკრული. პურის კუთვნილებას არკვევდნენ ნიგვზის ლებნების რაოდენობის მიხედვით.

დ. ჩუბინაშვილი „ბედის პურს“ ასე განმარტავს: „საახალწლოდ გამომცხვარი პური, – ბედის გამოცდად“.

 
„ჩემმა დედამთილმა იცოდა, არ ჩააკრათ ბედის პური, ვაი თუ თონეში ჩავარდეს და წელიწადი გაგვიშხამოსო“.
Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9