ბა ბე ბლ ბო ბრ ბუ ბწ
ბედ ბენ ბერ

ბერბიჭა და ბერკვიცი

გვარი: ბერბიჭაშვილი

ბერბიჭას ეძახიან ხნიერ, მაგრამ უბერებელ კაცს, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ჭაბუკური იერი და ძალღონე.

ბერკვიცი-ც ასევე ხნიერი და უბერებელი ცხენია, რომელიც, მიუხედავად თავისი ხნოვანებისა, მაინც ამჟღავნებს მოზარდი ცხენის – კვიცის თვისებებს თავისი სიმარდით, სიმკვირცხლით და ღონით.

„განმარტებით ლექსიკონში“ ბერკვიცი ახსნილია, როგორც ბებერი ცხენი. ეს განმარტება, რა თქმა უნდა, ზუსტი არ არის, აკლი სწორედ ის ნიუანსი, რაც ხაზგასმული უნდა იყოს განმარტებაში: ბერის ახალგაზრდობა, ბერკვიცობა. განა ყველა ბებრ ცხენზე ითქმის, ბერკვიციაო?

თვით მაგალითი, რომელიც მოტანილია ლექსიკონში: „მოაყვანინა ბერკვიცი, შეჯდა, მიეშურება, სადაც ომია (აკაკი)“, ამ აზრს უნდა ადასტურებდეს. ბერბერ ცხენზე თორნიკე ერისთავი არ შეჯდებოდა ბრძოლის ველზე წასასვლელად, შეჯდებოდა გამოცდილ, ნაომარ, ხნიერ, მაგრამ ახალგაზრდული თვისებებით აღჭურვილ ცხენზე.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9