ბა ბე ბლ ბო ბრ ბუ ბწ
ბლა

ბლარწი

ბლარწი დაბლარწული, უფორმო... უმთავრესად შალის მატერიაზე იტყვიან, ისეთ შალზე, რომელიც „თავს ვერ იჭერს, სიმტკიცე არა აქვს“ და შეკერვისას სასურველი ფორმა არ მიეცემა. უშნოდ ჩაცმულ ადამიანზეც იტყვიან, დაბლარწულიაო.

რაღაც ნათესაობა უნდა იყოს „ბლარწ“-სა და „ბრანძვს“-ს შორის. ბრანძვის მნიშვნელობა ამჟამად სხვაა: დაბრანძული – უშნოდ ჩაცმული.

ასევე ითქმის „ბლარწ“-სა და „ბლარდნა“-ზე. საბა ორბელიანი „ბლარდნას“ ამგვარად განმარტავს: „შეხვევა, მობლარდნილი“. მობლარდნა ქართლურში უშნოდ, სასწრაფოდ და უხეიროდ შეკვრას ნიშნავს, მობლარდნილი – უშნოდ ჩაცმულს.

ეს სიტყვა სტ. მენთეშაშვილის „ქიზიყურ ლექსიკონშიც“ არის: „ბლარდნა ტანისამოსის უხეიროდ მიკვრა ტანზე. უშნო სამოსლის შესახებ იტყვიან: ტანისამოსი ზედ ებლარდნებაო“.

Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9