![]() |
![]() | |
ქვაბის ჩამოსაკიდი სამფეხა.
სამი გრძელი ბოძის წვერს ერთმანეთს მიაკრავენ წნელით, მავთულით, თასმით. მერე ბოლოებს (ფეხებს) მიწაზე თანაბარი მანძილით გაუდგამენ და სწორედ იქიდან, სადაც ბოძების თავებია შეერთებული, ჩამოუშვებენ ჯაჭვს, რომელზეც ყურიან ქვაბს ჩამოაბამენ საჭმლის მოსახარშად. ქვეშ ცეცხლს დაუნთებენ.
ბოძი, ბოძი, ბოძანძარა,
ზედ ქვაბი და ზედადგარა.
„ბოძანძარა“ კომპოზიტია (ბოძან+ძარა). პირველ ნაწილში (ბოძან) არქაული ფუძე უნდა იყოს შემონახული მრავლობით რიცხვში „ძმან“ და „დან“ ფუძეების მსგავსად.
„ბოძანძარა“-სთან შედარებისთვის საინტერესოა საბას „ოჯინჯარი“, რაც ქვაბის საკიდად არის განმარტებული. აგრეთვე ვუკ. ბერიძის ლექსიკონში რაჭული კაჩა, კაჩხა, – „ოჯინჯალა, რომელზეც ნაჭა (საქვაბე) ჰკიდია“.
რომ ჰკიდია ნაჭა ოჯინჯალაზე,
არ გავცვალო მე ახლანდელ ზალაზე.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |