ჭირნხულის გასესხება სამერმისოდ, ახალი მოსავლით გადასახდელად.
ამგვარი სესხი დიდი შემწეობა და შეღავათი იყო მათთვის, ვისაც ცუდი მოსავალი მოუვიდოდა და შუა წელში პური ან სიმინდი შემოაკლდებოდა.
საბა ორბელიანი „საახლოდ გასესხებას“ უნდა გულისხმობდეს ამ განმარტებაში: „საახლოდ ახალზედ მისაცემლად“.
- „ერი ჩანახი სიმინდი მასესხე, საახლოთ გადაგიხდი“.
- „რამ გაფიქრებინა საახლოთ გასესხება, ქალო, არ გეშინია, რომ დაგაკლდეს?“
Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.