მარცვლეულით, აგრეთვე ფქვილით ზუსტად პირთამდე სავსე ჭურჭელი. ამგვარად გავსებულზე იტყვიან: გასილავებულიაო.
საბა: „სილა რაიც საწყაო პილპილ თავშეუდგმელი (თავშედგმული)“.
საბას ამ განმარტებას ფრჩხილებში მოქცეული ნაწილაკი („თავშედგმული“) გაუგებრობას იწვევს, თუ ის განმარტების დზუსტებისათვის არის ლექსიკონში სხვა ვარიანტიდან შეტანილი. „თავშეუდგმელი“ და „თავშედგმილი“ ეთმანეთის საპირისპირო ცნებებია: თავშეუდგემელი საწყაოს პირის სწორად გავსებული. გასილავებული, სილა ჭურჭელია, თავშედგმული კი უფრო მეტია- საწყაოს „პირს“ რაც ასცილდება და ზომას აეჭარბება, ის არის.