მიცვალებულთა სულის მოხსენების დღე. სულთაობა. დღეობა მიცვალებულთა. ძველი სტილით 14 ენკენისთვეს. დ. ჩუბინაშვილის განმარტებით „დიდ-მარხვის აღების წინათ შაბათს“.
თვალადელების თქმით ამ დღეს მიცვალებულის სული ზევიდან გადმოიხედავს და თუ თავის საფლავზე ტაბლას დაინახავს, მომხსენებელი მყოლიაო იტყვის.
ჭირისუფალს საფლავზე მიაქვს ტაბლა. პატივსაცემად მისულნი სასმისს ასწევენ, ილოცებიან და ჭირისუფალს მიმართავენ: „შენი ხელით გაცემული უკლებლივ მიაგებოსო“. სასაფლაოდან საჭმელ-სასმელის წამოღება არ შეიძლება, ყველაფერი მიცვალებულს უნდა მიუვიდესო“.