ზაფხულის დიდ და გრძელ დღეს „ქალაქია დღეს“ ეძახიან. ამ გამოთქმაში „ქალაქი“ დიდს ნიშნავს. „განმარტებით ლექსიკონში“ დამოწმებულია ხალხური ლექსი, რომელშიც „ქალაქ ღამე-ც“ არის:
ქალო, ამ ქალაქ ღამესა, შენთვინა ვდგევარ ბანზედა. Source: შატბერაშვილი, გიორგი. თხზულებანი: 4 ტომად. - თბ.: საბჭ. საქართველო, 1970. - 20 სმ. ტ. 4: წერილები; თვალადური ქართულის ჭაშნიკი. - 1975. - 438 გვ.